დიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა

gulis eleqsiri

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

გამგეობის თანადაფინანსებით, დიდუბესა და დიღმის მასივში სახურავების რეაბილიტაციის 32 პროექტი განხორციელდა. ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 370 000 ლარი გამოიყო.

სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული დაზიანებული თუნუქის სახურავის დემონტაჟი განახორციელა და ახლით ჩაანაცვლა. ასევე, შეიცვალა დაზიანებული წყალსაწრეტი მილები.

ამასთან, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა, კორპუსის გამაგრება, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა.

წინა სტატიაშივაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო