ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

gulis eleqsiri

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ტრადიციული ცერემონია.

საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინელი კოლეგა დღეს ქალაქ ლვოვში მასპინძლობს.

ხვალიდან, ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

წინა სტატიაშიდიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა
შემდეგი სტატია21 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა