დიდუბის გამგებელი: საქონლის დიდი ნაწილი გადარჩა

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ შპს “თერგის” მეორე და პირველ სართულებზე საქონლის დიდი ნაწილი ხანძარს გადაურჩა.

როგორც მან ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ მოვაჭრეებს განუცხადა, ძირითადად მეორადი საქონლის ნაწილი განადგურდა. მისივე თქმით, ბაზრობის ადმინისტრაციასთან შეხვედრაშიც მონაწილეობდა და დაზარალებულთა ინდივიდუალური დახმარების გეგმა განიხილეს. რაც შეეხება მოვაჭრეების ბაზრობაზე შეშვებას, ზავრადაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან იქ მეხანძრეები ჯერ კიდევ მუშაობენ.

“მეხანძრეების შემდეგ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტების 30 კაციანი ჯგუფი უნდა შევიდეს და შეაფასონ რამდენად უსაფრთხოა იქ ხალხის შეშვება და საგამოძიებო პროცესებს ხელი არ უნდა შეეშალოს”,- აღნიშნა გამგებელმა.

ირმა ზავრადაშვილმა ცალკეული მოვაჭრეების ბრალდებებსაც უპასუხა, რომ თითქოს ხანძარი მიმდებარე კორუსებიდან შენიშნეს და ამის შესახებ ბაზრობის დაცვამ არ იცოდა. გამგებლის თქმით, ეს არასწორი ინფორმაციაა და ადგილზე სახანძრო დაცვის სამსახურმა გამოიძახა.

მანამდე თერგის ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის მერი შეხვდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისი საქონელიც გადარჩა, ის მოვაჭრეები დროებით გვერდით ფართებში შეძლებენ მუშაობას.

ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაგაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს