უმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობა ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

“ტატუნაშვილის საქმეზე ცალსახად პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს. მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა იმ ტერიტორიაზე, სადაც საერთაშორისო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და თუ ამასან დაკავშირებით რუსეთს განსხვავებული პოზიცია აქვს მაშინ დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები იჯარის გადასახდელად შეღავათიანი ვადებით ისარგებლებენ
შემდეგი სტატიადიდუბის გამგებელი: საქონლის დიდი ნაწილი გადარჩა