“დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე… ეს შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად”

დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაიმა ლიუსია ანდრიკიენემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპნიას, დამკვირვებლის თქმით, ის ძალიან ნეგატიური იყო

“ჩვენ ძალზე გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და მძაფრი ბრალდებები კანდიდატების მხრიდან. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა, მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში, რომელსაც ამ რეგიონში ლიდერად მივიჩნევთ… ის ფაქტი, რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს კენჭისყრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია. ამ მოქალაქეთა დავიწყება და მათი ბედის ანაბარად მიტოვება არ შეიძლება. თარიღის არჩევა მეორე რაუნდის კენჭისყრისთვის არ გამოხატავდა ყველა ამომრჩევლის ინტერესს და ინკლუზიურადაც ჩატარდა, რამაც აღძრა ეჭვები, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყო, მაგრამ ფაქტმა, რომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური გადაწყვეტილება გამოცხადდა საკამათო მეორე რაუნდის წინ რამდენიმე დღით ადრე, თანაც იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის სახელით გაჟღერდა, გარკვეული ეჭვი შეიტანა ამომრჩეველთა გონებაში. ეს წარმოშობს სამართლებრივ ეჭვს, თუ რა არის ამ ნაბიჯის ჭეშმარიტი განსაზღვრება. ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. როგორც ჩვენ ერთობლივ განცხადებაში აღვნიშნავთ მეტი სინათლე სჭირდება ასეთ საკითხს, როგორიცაა ვალების ჩამოწერა“, – განაცხადა ანდრიკიენემ.

banner
წინა სტატიაშიგლოვისა და თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ბრძოლის გაგრძელებისა და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დროა
შემდეგი სტატიაNDI – საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა