„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევზე რუსეთის თავდასხმას უნდა უპასუხონ, სანქციები უფრო აგრესიული უნდა იყოს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის მიერ კიევის წინაღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას უნდა უპასუხონ და მის წინააღმდეგ უფრო აგრესიული სანქციები უნდა დააწესონ.

„„დიდი შვიდეულის“ სამიტმა კიევის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებს უნდა უპასუხოს. სანქციები უფრო აგრესიული უნდა იყოს. ოქროს იმპორტზე ემბარგო კარგია, მაგრამ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში გაზის ემბარგოა საჭირო“, – წერს ერმაკი „ტვიტერზე“.

მისივე თქმით, უკრაინას მტრის დასამარცხებლად მძიმე იარაღი სჭირდება.

„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება აბსოლუტურად აუცილებელია. უკრაინისთვის მძიმე იარაღი არის საშუალება, რომ დაამარცხოს მტერი, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის“, – აცხადებს ერმაკი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია და აშშ ყოველთვის ერთად იმოქმედებენ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე – შოლცი
შემდეგი სტატიაუკრაინა ივლისში აშშ-სგან დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს, მათ შორის შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს