უკრაინა ივლისში აშშ-სგან დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს, მათ შორის შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს

ამერიკის შეერთებული შტატებისგან უკრაინა ივლისში შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზე განთავსდა.

განცხადების მიხედვით, უკრაინას გადაეცემა HIMARS-ს (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) დამატებითი პარტია.

“ჩვენ ნამდვილად ვართ ორიენტირებული, რომ უკრაინელებს მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ, როცა ეს სჭირდებათ. ადრე ბრძოლაში, ცხადია, ეს იყო ძალიან განსხვავებული რელიეფი. ეს იყო სრულიად განსხვავებული ბრძოლა და ჩვენ ორიენტირებული ვიყავით მათთვის მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის მიწოდებაზე, როგორიცაა Stingers, და ჯავშნის საწინააღმდეგო შესაძლებლობები, როგორიცაა Javelin, და მათ ეს შესაძლებლობები შესანიშნავად გამოიყენეს. მაგრამ ახლა ეს არის საარტილერიო დუელი და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ის შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ საბრძოლველად და თავიანთი ტერიტორიის დასაცავად, ახლა კი HIMARS სისტემით, რომ შეძლონ ამის გაკეთება უსაფრთხო დისტანციაზე”,- ამბობს თავდაცვის მაღალჩინოსანი.

პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ დრომდე უკრაინას აწვდიდნენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელთა გამოყენებაც მათ იცოდნენ, მაგრამ ბრძოილის ამ ეტაპზე, ამერიკა რესურსებს ხარჯავს, რათა უკრაინული არმია გადაამზადოს, უტარებს ტრენინგებს, რათა ნატოს სტანდარტების ახალი სისტემების გამოყენება შეძლონ.

“ბრძოლის პირველი ეტაპისგან განსხვავებით, სადაც ჩვენ უკრაინელებს ვაძლევდით შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებაც უკვე იცოდნენ, ახლა ჩვენ გვაქვს სასწავლო პროგრამები, რათა შევძლოთ მათი წვრთნა ახალ სისტემებზე, რომლებიც არასდროს გამოუყენებიათ, M777 საარტილერიო სისტემა. და ახლა ჩვენ ვატარებთ ტრენინგს მათი გამოყენებისთვის. იგივეა HIMARS-თან დაკავშირებით, თქვენ გუშინ ნახეთ ჩვენი განცხადება ოთხი დამატებითი HIMARS სისტემის მიწოდების შესახებ. ჩვენ გვაქვს სასწავლო პროგრამები, რათა მათ შეძლონ ნატოს სტანდარტების ახალი სისტემის გამოყენება”,- აღნიშნა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის $450 მილიონი დოლარის პაკეტში შედის:

36,000 ვაზნა 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის,
18 ტაქტიკური მანქანა 155 მმ-იანი არტილერიის მოსაზიდად,
1 200 ყუმბარმტყორცნი – ეს არის MK-19 და მათი დამონტაჟება შესაძლებელია ჯავშანტექნიკაზე
2,000. ტყვიამფრქვევი, ისევ და ისევ, შეიძლება დამონტაჟდეს ჯავშანმანქანებზე ან ნავებზე.
18 სანაპირო და სამდინარო საპატრულო ნავი

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევზე რუსეთის თავდასხმას უნდა უპასუხონ, სანქციები უფრო აგრესიული უნდა იყოს – ერმაკი
შემდეგი სტატიალიტვამ EU-ს სანქციები უნდა განახორციელოს, არანაირი დერეფანი არ იქნება – ნაუსედა კალინინგრადზე