დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანა ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით- დაკავებულია 1 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი, „ნინოწმინდა“-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავა, ხოლო უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებულს ასევე ჩამოერთვა ავტომანქანა, რომლითაც მან უაქციზო სიგარეტი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
შემდეგი სტატიაიხურება გადაცემა “რეალური სივრცე” ?