ბაკურიანში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა

ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე, PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა. აფთიაქი სამი ნაწილისგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა, ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს.

კიდევ 10 ადამიანი, რომელთაც მომსახურების სტანდარტისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ჩაუტარდათ PSP-ს მრავალრიცხოვან (5000-იან) კოლექტივს შეუერთდა.

„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. გარდა მედიკამენტებისა 7 თებერვლამდე მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს და ფრანგულ პრემიუმ კოსმეტიკას 30%-მდე ფასდაკლებით მიიღებს. მთელი თებერვლის განმავლობაში კი მათ, ვისაც პატარები ჰყავთ ათეულობით პროდუტზე იქნება ეს ბავშის საფენები, კვება თუ ჰიგიენა, ყველაზე დაბალი ფასი ელოდებათ“, – აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება „პე-ეს-პეს“ 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან “პე-ეს-პეს” მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის და საჩხერის მოსახლეობა.

ახალი აფთიაქების გახსნა უახლოეს მომავალშიც იგეგმება.

banner
წინა სტატიაში,,თვის ბოლოს ქიბარ ხალვაში “დაბრუნებულ”ტელევიზიას გაყიდის… მყიდველი ვინც იქნება…”- კილაძე
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შემოტანა ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებით- დაკავებულია 1 პირი