“დიდი ძალისხმევა მოუწევთ საიმისოდ, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს” – დავით ნარმანია “ენმ”-ზე

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნას ეხმაურება. დავით ნარმანია ამბობს, რომ ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

„ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ნიშანდობლივია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად არის დაშლილი. მათ ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევთ საიმისოდ, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს და დადგეს რეალურად ფეხებზე. ვნახოთ რას იზამენ ოპონირების ნაწილში,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების წევრი გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ თბილისის საკრებულოშიც პოლიტიკური პროცესები პარლამენტის ანალოგიურად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში(video) წულუკიანი ქმართან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა
შემდეგი სტატიაპროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს