პროექტ ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველო და ჩინეთი თანამშრომლობას აძლიერებს

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობასა და ჩინურ კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limited-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმის მიზანია ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც განიხილება უმსხვილესი კორპორაცია CEFC China Energy Company Limited-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა.
კომპანია გეგმავს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით.
CEFC China Energy Company Limited-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში. შემოსავლების მიხედვით, იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების ხუთასეულში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება გამომცემლობა Fortune-ს მიერ (Fortune Global 500).

გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია CEFC China Energy Company Limited-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბის გაძლიერებაში.

banner
წინა სტატიაში“დიდი ძალისხმევა მოუწევთ საიმისოდ, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს” – დავით ნარმანია “ენმ”-ზე
შემდეგი სტატია(VIDEO) უგულავა დაიჭირეს, როგორც ,,ენმ”-ს წერვი, ციხიდან გამოვიდა, როგორც სხვა პარტიის წევრი-მელია