დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტების ჯგუფს აგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებაში დასახმარებლად ექსპერტების ჯგუფს აგზავნის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეციალისტთა ჯგუფი დაეხმარება უკრაინის მთავრობას მტკიცებულებების შეგროვებაში, მათ შორის ისეთი დანაშაულების გამოძიებაში, როგორიცაა სექსუალური ძალადობა.

ისინი პოლონეთში მაისის დასაწყისში ჩავლენ და შეხვდებიან საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ლტოლვილებსა და უკრაინის მთავრობას.

banner
წინა სტატიაშიდონეცკსა და ლუგანსკში, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს აიძულებენ, დაჭრილი დამპყრობლებისთვის სისხლი გაიღონ – დენისოვა
შემდეგი სტატიაუკრაინას შეუძლია გამარჯვება და აუცილებლად გაიმარჯვებს – ნულანდი