უკრაინას შეუძლია გამარჯვება და აუცილებლად გაიმარჯვებს – ნულანდი

“უკრაინას შეუძლია გამარჯვება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს” – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, აპრილის დასაწყისის შემდეგ, როდესაც უკრაინელებმა კიევის რეგიონი გაათავისუფლეს, ომის ხასიათი შეიცვალა და ახლა უკრაინას სხვა სახის იარაღი სჭირდება.

“მას შემდეგ, რაც ეს ომი შეიცვალა და კიევის რეგიონი გაათავისუფლეთ, ვხედავთ, როგორ ახდენენ რუსები აღმოსავლეთში კონსოლიდირებას, ამიტომ ახლა გვჭირდება სხვა იარაღი, ნაკლები ჯაველინები და მეტი ჰაუბიცები, ზალპური სისტემები და დრონები. პრეზიდენტმა ახლახანს გამოაცხადა, რომ ის სთხოვს კონგრესს დამატებით 33 მილიარდ დოლარს და ჩვენ გვჯერა, რომ გვექნება ორპარტიული მხარდაჭერა ამ თანხის მისაღებად, რადგან ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, ვხედავთ როგორ მამაცურად იბრძვის უკრაინული ჯარი, ვხედავთ განადგურებულ რუსულ ტექნიკას, რომლის აღდგენას ან ახლით შეცვლას პუტინი ვერ შეძლებს. ამიტომ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება და სწორედ ამიტომ ვცდილობთ უფრო სწრაფად მოგაწოდოთ ყველაფერი რაც გჭირდებათ”, – თქვა ნულანდმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტების ჯგუფს აგზავნის
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოკატორის განცხადება, ამ პროვოკატორს ვეტყვი, ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას