დონეცკსა და ლუგანსკში, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს აიძულებენ, დაჭრილი დამპყრობლებისთვის სისხლი გაიღონ – დენისოვა

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ძალები სტუდენტებს აიძულებენ, დაჭრილი რუსი ოკუპანტებისთვის სისხლი გაიღონ, – ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დენისოვა წერს, რომ უკვე დაფიქსირდა სისხლის იძულებითი დონაციის 700-მდე შემთხვევა, რაც ჟენევის კონვენციის მორიგი დარღვევაა.

“დონეცკისა და ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლება აიძულებს სტუდენტებს, სისხლი მასობრივად გაიღონ დაჭრილი დამპყრობლებისთვის. ცნობილი გახდა სისხლის იძულებითი დონაციის 700 შემთხვევის შესახებ… რუსეთის ქმედებები არღვევს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი პროტოკოლის მე-11 მუხლს, რაც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას”, – წერს დენისოვა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვას “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტების ჯგუფს აგზავნის