დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები პატიმრობაში რჩებიან

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი ყოფილი თანამშრომელი, თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით კურტანიძე ტატიშვილისა და მამადიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობდა.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების პოზიციას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.

როგორც სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, არსებობს ბრალდებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

გამოძიება მამადიანსა და ტატიშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების ზრდის გეგმას მაისში წარადგენს
შემდეგი სტატიაახალგზარდებმა ირანულ ბარს ქვები დაუშინეს – დაპირისპირება ელბაქიძის აღმართთან