განათლების სამინისტრო პედაგოგების ხელფასების ზრდის გეგმას მაისში წარადგენს

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტის, განათლების რეფორმის ფარგლებში, დღეს ისტორიული გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელიც ამ სფეროს დაფინანსებისკენ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხდის მიმართავს გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაციაზე განუცხადა. მინისტრის თქმით, განათლების სფეროს ამ ოდენობის დაფინანსებით საქართველო ისეთ მოწინავე ქვეყნებს შორის მოხვდება, როგორიცაა კორეა, ფინეთი, სინგაპური. როგორც მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავს, ფინანსური რესურსების გარეშე განათლების სფეროში გარდატეხა შეუძლებელია.

განათლების მინისტრის თქმით, დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.

„დაფინანსება განათლების ყველა სფეროზე მიიმართება. ეს მოიცავს მაგალითად, ინფრასტრუქტურას, რომლის დაფინანსება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზრდება. აშენდება ახალი და რაც მთავარია, თანამედროვე სკოლები, სადაც იქნება კომპიუტერული კლასები, ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც თანამედროვე ცოდნის მიღებას სჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაუმჯობესდება სასწავლო მასალები და პედაგოგების პირობები, მათ შორის გაიზრდება ხელფასები.

„ხელფასების ზრდის მიმართულებით დეტალური გეგმა მუშავდება, რომელსაც მაისში წარვადგენთ.

ასევე, სკოლების მშენებლობის მიმართულებით გასამმაგდება ბიუჯეტი, გაიზრდება და მათ ინფრასტრუქტურას მოხმარდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება უმაღლესი სასწავლებლებისა და მეცნიერების სფეროს დაფინანსება. ეს ყველაფერი კი, საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ ცვლილების პროექტი წარადგინა
შემდეგი სტატიადიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები პატიმრობაში რჩებიან