დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემინია მიმდინარეობს.

ამ წუთებში პროცესია ვესტმინსტერის სააბატოსკენ მიემართება, სადაც რელიგიურ მსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრება.

სააბატო, სადაც დაკრძალვის ცერემონია გაიმართება ისტორიული ეკლესიაა, სადაც ბრიტანეთის მეფეები და დედოფლები გვირგვინდებიან, მათ შორის, დედოფლის კორონაცია 1953 წელს სწორედ სააბატოში გაიმართა. გარდა ამისა, ეს არის ადგილი, სადაც 1947 წელს მაშინდელმა პრინცესამ ელიზაბეტმა და პრინც ფილიპემ იქორწინეს.

სამგლოვიარო მსახურების დასასრულების შემდეგ დედოფლის ხსოვნას პატივს ორწუთიანი დუმილით მიაგებენ. ასევე შესრულდება ეროვნული ჰიმნი.

წირვის დასრულების შემდეგ, დედოფლის კუბოს საფეხმავლო მსვლელობით გადააცილებენ ველინგტონის თაღამდე. იქიდან კი დედოფალს, უინძორის სასახლეში გადაიყვანენ, იქ დაკრძალვის ცერემონიას მეფე და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ფეხით შეუერთდებიან.

ამის შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონია წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი – რუსეთმა 10 დღეში, სულ მცირე, 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა
შემდეგი სტატიაწარუმატებლობის ფონზე არავინ იცის რუსეთი უკრაინას როგორ უპასუხებს, სიფხიზლეა საჭირო – მარკ მილი