ბრიტანეთი – რუსეთმა 10 დღეში, სულ მცირე, 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, სულ მცირე, 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა. უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთს 55-მდე თვითმფრინავი ჰყავს დაკარგული.

ანაგრიშის მიხედვით, დანაკარგების ზრდა, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან რუსეთის სახმელეთო ძალებისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევით იყოს განპირობებული.

“რუსეთის საჰაერო უპირატესობის არარსებობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება , რომელიც უკრაინაში მისი ოპერაციული მოდელის არასანდოობას უდევს საფუძვლად”. – წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს
შემდეგი სტატიადიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს