წარუმატებლობის ფონზე არავინ იცის რუსეთი უკრაინას როგორ უპასუხებს, სიფხიზლეა საჭირო – მარკ მილი

ამერიკელი გენერლის მარკ მილის განცხადებით, რუსეთის მდგომარეობა ბრძოლის ველზე არც თუ ისე კარგია და სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მზადყოფნის მაღალი დონის შენარჩუნება.

ამერიკელი გენერლის თქმით, როცა ომია, სერიოზულად ვერ იქნები დარწმუნებული, რა მოხდება შემდეგ.

„ჯერ არ არის ნათელი თუ როგორ უპასუხებს რუსეთი უკრაინას ბოლო წარუმატებლობაზე, ამიტომ სიფხიზლეა საჭირო. ამჟამად, რუსეთის მდგომარეობა ბრძოლის ველზე არც თუ ისე კარგია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ შევინარჩუნოთ მზადყოფნის მაღალი დონე. როცა ომია, სერიოზულად ვერ იქნები დარწმუნებული, რა მოხდება შემდეგ“, – აღნიშნა გენერალმა.

banner
წინა სტატიაშიდიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე – ეს სიცრუეა – იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში