დიასპორული პოლიტიკა – პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ

პარლამენტის დიასპორისა საკითხთა კომიტეტში დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ.

დღევანდელ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძე იმ პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრებს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული და საქართველოში დიასპორულ პოლიტიკას ეხება.

გარდა დიასპორის საკითხებისა, საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვა კითხვებიც აქვთ. ნაციონალური მოძრაობის წევრებს აინტერესებთ, რას მოელის საქართველოს საგარეო გუნდი აღმოსავლეთ პარტნიორობისგან, რადგან საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატები უკვე ამოეწურა. ასევე, მათ შეკითხვები აქვთ უკანონო ბორდერიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა
შემდეგი სტატიაყველა დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არაჯეროვან ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ჯანმრთელობას