,,დღის წესრიგში სულ სხვა საკითხი დგას, რა შედეგით დასრულდება ეკასა და კულულებიან ბეკეკას შორის დაპირისპირება”?!

,,დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ეკა ბესელია – ირაკლი კობახიძის დაპირისპირების თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში საკითხთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ციკლიდან: ,,ქართულ ოცნებაზე” სერიოზული საუბარი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა განცხადებამ, რომელიც კაჭრეთში გამართული ისტორიული სერობის შედეგია და რომელსაც გუნდურობისა და როგორც ყოველთვის, სიღრმისეული განხილვის ელფერი სდევს თან, საბოლოოდ გადაუწურა ,,ქართული ოცნების” ე.წ. ძველ გვარდიას თუნდაც მცირედი იმედი იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე ამიერიდან ოდესმე მაინც ჩაუპაჭუნებს მას თვალს!!!

სამართალი და მართლმსაჯულება ამ ქვეყნად დიდი ხანია გარდაცვლილია, იმის მიუხედავად, უნდა ეს მავანს დაიჯეროს თუ არა!!!

ვგონებ, ახლა დღის წესრიგში სულ სხვა საკითხი დგას, რა შედეგით დასრულდება ეკასა და კულულებიან ბეკეკას შორის დაპირისპირება!!! თუმცა, ამ პაექრობის საბოლოო შედეგი ძნელად ამოსაცნობი ნამდვილად არ არის, მაგრამ თავად პროცესია მნიშვნელოვანი და საინტერესო!!!

P.S. როგორც ,,პერესტროიკის” მამა, მიხეილ გორბაჩოვი იტყოდა: ,,Процесс пошёл” – წერს სოციალურ ქსელში კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიკურორტ თეთნულდის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა, დაშავებულია უცხოელი ტურისტი
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს