კურორტ თეთნულდის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა, დაშავებულია უცხოელი ტურისტი

2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მხოლოდ ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც ჟურანლისტებს მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ტურისტები აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ.

“უცხოელი სტუმრები თეთნულდის მთაზე იყვნენ ასული და აკრძალულ ზონაში იყვნენ გადასული. ზვავი ჩამოწვა, რა დროსაც ერთ-ერთი უცხოელი ჩაითრია. ტურისტი ამოყვანილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ორი ადამიანი იმყოფებოდა“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან მაქვს განცდა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წავა სწორად
შემდეგი სტატია,,დღის წესრიგში სულ სხვა საკითხი დგას, რა შედეგით დასრულდება ეკასა და კულულებიან ბეკეკას შორის დაპირისპირება”?!