დღესასწაულებზე ევროპაში უსაფრთხოების ზომები გაზრდლია

ბერლინის ტერაქტის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, კერძოდ, რომში სატვირთოებს 24-26 დეკემბერს შესვლა აუკრძალეს, ასევე, 31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით. გამონაკლისი იქნება მხოლოდ პროდუქტების და მედიკამენტების მიმწოდებელი კომპანიებისათვის, ასევე ფოსტისა და საინკასაციო მანქანებისთვის. გარდა ამისა, 350 ბაზარში გაზრდილია პოლიციის კონტროლი, ასევე, რომის მთავრობამ საახალწლო ფოირვერკი აკრძალა.

ესპანეთშიც, რეგიონალურ სამართალდამცველ ორგანოებს რეკომენდაციები დაუგზავნეს კონტროლის გაზრდის შესახებ, კერძოდ, შეთავაზებულია ბარიერების დადგმა ან საპატრულო მანქანების ბარიერებად გამოყენება ხალხის თავშეყრის ადგილებში.

ბრიტანეთის პოლიციაც საშობაო ბაზრობებზე პოლიციელების გაზრდილ რაოდენობას აგზავნის. გარდა ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება, დაცვის შეცვლის პერიოდში 10.45 საათიდან 12.30 საათამდე, სამი თვის მანძილზე გადაიკეტოს ყველა გზა, რომელიც ბუკინგემის სასახლისკენ მიდის.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის ტერაქტი 19 დეკემბერს მოხდა. რომლის დროსაც 12 ადამიანი გარდაიცვალა და 50-მდე დაიჭრა.
5

banner
წინა სტატიაშიობამამ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიადაზუსტებული მონაცემებით, ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა