დაზუსტებული მონაცემებით, ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.

მგზავრებს შორის იყვნენ სამხედროები, ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის 68 მუსიკოსი და ჟურნალისტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი რუსულ სამხედრო ბაზა ჰმეიმიზე რუსი ჯარისკაცებისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ. ჟურნალისტებს შორის იყვნენ რუსეთის პირველი არხის სამი თანამშრომელი, НТВ-ს გადამღები ჯგუფი და ტელეკომპანია “ზვეზდას” სამი თანამშრომელი.

სოჭის სანაპიროსთან სამძებრო სამუშაოები გრძელდება. “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, უკვე ნაპოვნია ერთი ცხედარი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი სოჭიდან სირიის ლატაკიაში მიფრინავდა.

ლაინერი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც შავი ზღვის რუსული აკვატორიის თავზე მანევრს ასრულებდა. კრასნოდარის ოლქის ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროდან 1,5 კილომეტრში აღმოჩენილია თვითმფრინავის ნაწილები.

banner
წინა სტატიაშიდღესასწაულებზე ევროპაში უსაფრთხოების ზომები გაზრდლია
შემდეგი სტატიასამების ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება