„დღეს ვარ ჟურნალისტი, არც ვიცი, სწორად მიჭირავს თუ არა მიკროფონი, მაგრამ საჭიროება ამას მოითხოვს“

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 10, 2018 21:13

„დღეს ვარ ჟურნალისტი, არც ვიცი, სწორად მიჭირავს თუ არა მიკროფონი, მაგრამ საჭიროება ამას მოითხოვს“

„დღეს ვარ ჟურნალისტი, მიმყავს პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან. არც ვიცი, სწორად მიჭირავს თუ არა მიკროფონი. ამას პირველად ვაკეთებ, მაგრამ საჭიროება ამას მოითხოვს,“ – ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც ის მასშემდეგ მივიდა, რაც სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს.

ნიკა გვარამიამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ ადგილზე მყოფი ელისო კილაძისგან მიიღო. ქრონიკა+-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ადგილზე იყო კატასტროფული მდგომარეობა.

„არასამთავრობო სექტორმა დააანონსა, რომ კახა კალაძის სრულიად არაკონსტიტუციური და უკანონო წერილის შემდეგ მოიტანდნენ აქ კარვებს და დადგამდნენ იმისთვის, რომ კანონი განემარტათ ხელისუფლებისთვის. რეალურად მოხდა საშინელი დარბევა. ქალებს გადაუარეს წიხლებით პოლიციის თანამშრომლებმა. გადაუარეს წიხლებით ზაზა სარალიძის დედას, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ამ წუთას კარავში და გამოძახებულია სასწრაფო,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 10, 2018 21:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,975
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics