უკანონოდ რომ გვარბევენ, ის ნაძირლები გააჩეროს, რომ გადაგვთელეს და გადაგვიარეს

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს – მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია “კარვებით ვიცავთ თავისუფლებას” მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ.

„ხედავთ პოლიცია როგორ ზეწოლაზე მოდის და კალაძე მე მომიწოდებს, რომ ჩვენ და მოსახლეობას შორის რამე არ მოხდეს. ჩვენ შორის კი არაფერი მოხდება, პოლიცია გააჩეროს. უკანონოდ რომ გვარბევენ, ის ნაძირლები გააჩეროს, რომ გადაგვთელეს და გადაგვიარეს. ვიდრე ჩემ სისხლს არ დაღვრიან ან ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები და საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, მანამდე აქ ვიქნებით“, – განაცხადა სარალიძემ.

მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათამდე კარავი გაშალეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ კარვებში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და სიმბოლურად, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიეს არის აბსოლუტურად მშვიდობიანი ღონისძიებაა ჩვენი მხრიდან
შემდეგი სტატია„დღეს ვარ ჟურნალისტი, არც ვიცი, სწორად მიჭირავს თუ არა მიკროფონი, მაგრამ საჭიროება ამას მოითხოვს“