დღეს საქართველოში გლოვის დღეა

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

7 აპრილს მომხდარ შემთხვევას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, მდინარე ენგურში დაიღუპნენ. სუს-ის ცნობით, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
შემდეგი სტატია„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს