„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს

იმერეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე წუხელ დააკავეს. ახლობლების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძე კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დააკავეს.
დაკავებულის ინტერესებს “საია” იცავს.

რიონის ხეობაში კი ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარვებში უკვე 167-ე ღამე გაათიეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდღეს საქართველოში გლოვის დღეა
შემდეგი სტატიანატო-ს PA პრეზიდენტი: საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების საგანია