დღეს საქართველო ორი ძალის ისტორიული, გარდამტეხი ბრძოლის მოწმეა:
ერთ მხარესაა განათლება, იდეალიზმი, თავდადება, მომავლის ხედვა, კულტურა, მხნეობა, კომპეტენცია და ოპტიმიზმი.
მეორე მხარეს კი – სიძულვილი, ტყუილი, უცოდინრობა, ნეპოტიზმი, გულგრილობა, ფარისევლობა, ცილისწამება და დეზინფორმაცია.
მოგიწოდებთ ყველა თანამოქალაქეს და პატრიოტს, სამშობლოსა და შთამომავლობის მოყვარულს – დავდგეთ პატრიოტიზმის, განათლების, სიმართლის მხარეს და უარი ვუთხრათ ყველაფერს ბნელს, რეტროგრადულს, კოლაბორაციონალისტულს, უვიცს და სიმდიდრით გაამპარტავნებულს.
ნიკა რურუა