თენგიზ გუნავა: ეს არის ტერორისტული აქტი და ამას დიდი კომპეტენცია არ ჭირდება!

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება

630_400_1475613897-1805ყოვლად ამაზრზენი ფაქტი მოხდა დღეს! ყველა იმ ადამიანს ვინც ტერაქტის დროს აფეთქებისას დაშავდა, გამოჯანმრთელებას და მხნეობას ვუსურვებ, უსწრაფესად უნდა იქნეს აღნიშნული დანაშაული გამოძიებული და გახსნილი, თუმცა ეჭვს იწვევს ხელისუფლების პოზიცია, ვინაიდან საქმის გამოძიება დაიწყეს გაზრახ მკვლელობის მცდელობით რაც არ მიმაჩნია სწორად, პოლიტიკოსზე თავდასხმა, აფეთქების მოწყობა ხალხმრავალ ადგილზე სადაც შესაძლებელია ადამიანები დაიღუპონ, არის ტერორისტული აქტი და ამას დიდი კომპეტენცია არ ჭირდება! სულ სამი დღე გვაშორებს არჩევნებამდე, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში ეს საქმეც და არამარტო ეს, არამედ სხვა გახმაურებული საქმეებიც იქნება ობიექტურად გამოძიებული-ასე ეხმინება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ გუნავა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველო ორი ძალის ისტორიული, გარდამტეხი ბრძოლის მოწმეა
შემდეგი სტატია(video) თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე-პრემიერის საგანგებო მიმართვა