“დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურებაა”

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახი პროკურატურისგან მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას ელოდება.

როგორც „მაესტროსთან“ საუბრისას ხარძიანის შვილმა განაცხადა, კვლავ არსებობს ეჭვი, რომ მკვლელობა გია უდესიანის და ირაკლი ქურასბედიანის მიერ არის დაკვეთილი.

„ჩემი და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთი. დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს ეს არის გია უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურება. ეხლა გასარკვევია, რამხელა დამსახურებაა მათი ამ ყველაფერში. რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცოდით მანამდეც. მაქსიმალურად გვაყენებდა პროკურატურა საქმის კურსში“, – განაცხადა ბიზნესმენის შვილმა ბესო ხარძიანმა.

ბესიკ ხარძიანის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიპირველადი ჯანდაცვა და საოჯახო ცენტრები 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან
შემდეგი სტატიათსუ-ში «ნაციონალები ბრუნდებიან»?