დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ითოვებს

საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს თოვლია მოსალოდნელი.  29 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღისით 2 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, დღეს ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია 20-22 გრადუსი ყინვა, ხოლო მთიან რაიონებში ტემპერატურა -16-14 გრადუსამდე დაეცემა.

რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების ცნობით, დღეს თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი. უახლოესი ორი დღის განმავლობაში, დედაქალაქში დღისით 2 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირების სამმართველოში აცხადებენ, პირველ თებერვლამდე, შესაძლებელია ყინვები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო