უამინდობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების ნაწილი გაფრენას უკვე რამდენიმე საათია ელოდება, თუმცა როდის შეძლებენ ისინი გამგზავრებას ამ დომდე უცნობია.

“ვიზეარის” თვითმფრინავი მილანის მიმართულებით დილის 06:00 საათზე უნდა გაფრენილიყო. როგორც მგზავრები “რუსთავი 2”-თან საუბრისას აცხადებენ, პილოტმა ფრენა უამინდობის გამო გადადო, მოგვიანებით კი ეკიპაჟმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო დრო დამთავრდა და ფრენას ვეღარ განახორციელებდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს ქუთაისის აეროპორტი და ვერც პრობლემის მოგვარებას ჰპირდება მგზავრებს. ერთადერთი რაც მათ შესთავაზეს, მომდევნო რეისამდე, რომელიც ხვალ დღის 03:00-ზეა ჩანიშნული, სასტუმროში დროებით განთავსებაა.

მგზავრების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის ხვალ გაფრენას აზრი არ აქვს, რადგან სულ 2 ან 3 დღით აპირებენ მილანში ჩასვლას.

banner
წინა სტატიაშიდღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ითოვებს
შემდეგი სტატიააჭარაში თოვლის საფარი 45 სანტიმეტრამდე აღწევს