დღეს პოლიციელის დღეა – საზეიმო ღონისძიება შსს-ში დილის 11 საათიდან დაიწყება

დღეს პოლიციელის დღეა – პროფესიულ დღესასწაულს სამართალდამცველებს ხელისუფლების პირველი პირები მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დილის 11 საათიდან დაიწყება.

ცერემონიას პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით კახეთის გზატკეცილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა 65 წლის მამაკაცი გაიტაცეს
შემდეგი სტატია“საქართველო-ევროკავშირის დაახლოებით სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც”