დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვევა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს ოკუპირებულ სოხუმში ელოდებიან. ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ, რუსულმა მედია საშუალებებმა პირველ აგვისტოს გაავრცელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დაწყების წლისთავს ემთხვევა, რომლის შემდეგაც ოფიციალურმა მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ბოლოს ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური არასამთავრობოებს განცხადებით მიმართავს
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა