დღეს მიღებული ჯილდოები დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ყველა ჩვენგანისთვის, ვინც წარმოვადგენთ საქართველოს უკრაინაში – საქართველოს ელჩი უკრაინაში

ეს ჯილდოები ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ყველა ჩვენთაგანისთვის ვინც წარმოვადგენთ საქართველოს უკრაინაში. ეს ჯილდოები ეკუთვნოს საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საპატიო მედლით დაჯილდოვებისას განაცხადა.

“მინდა ვთქვა, რომ რუსეთის აგრესიის პირველი დღიდან ყველამ სიმამაცე და ერთობა გამოიჩინა. ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად. ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც ცენტრიდან იყო. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, ყველა ინსტიტუტი იდგა ჩვენს გვერდით”, – განაცხადა ელჩმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

“ძალიან რთული დღეები იყო. დიდი მადლობა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იყვნენ, ასევე ცდილობდნენ დახმარებოდნენ თავის მეზობელს, მეგობარს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. პირველ დღეებში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო თავშეყრილი საელჩოს თავშესაფარში. სწორედ ჩვენი კონსულების დახმარებით, ადამიანებს ვარშავის და სხვა მიმართულებით ვაგზავნიდით. ყველაფერი ერთად იყო არეული,ძალიან ტრაგიკული, სასაცილო ისტორიები”,- განაცხადა ზაქარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიამსოფლიო პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან – ზელენსკი