პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთპატივისცემასა და დაფასებაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რამაც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა განაპირობა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისთვის ახალი პერსპექტივები გაიხსნება.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ჩვენი ერთგული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.

მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!,“- აღნიშნულია ვიქტორ ორბანის წერილში.

banner
წინა სტატიაშითავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები,“შავი ხვრელი“ არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, აქედან სახლში არა, ცუდ ადგილას წახვალთ – ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიადღეს მიღებული ჯილდოები დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ყველა ჩვენგანისთვის, ვინც წარმოვადგენთ საქართველოს უკრაინაში – საქართველოს ელჩი უკრაინაში