“დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული”

rezonansi

დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, რაც აღიარა უკვე ყველამ, ყველაზე უფრო კვალიფიციურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ განმუხურის საარჩევნო უბანთან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ნება მშვიდ და თავისუფალ გარემოში გამოხატონ.

“უპრეცედენტოდ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატარეთ. კარგია, რომ ჩვენ აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში განმეორებით ვატარებთ ამ სამ უბანზე არჩევნებს. დღეს მთავარია, რომ იყოს აქტიურობა და ყველამ თავისი ნება გამოხატოს თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მე რა თქმა უნდა მხარდასაჭერად ვარ ჩამოსული, მაგრამ ჩვენ აქ ახლა კამპანიას არ ვეწევით. უბრალოდ გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა”,- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდება, რეაგირება ცესკო-ს მხრიდან უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაში12.00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა 303-მა ამომრჩეველმა
შემდეგი სტატიაცესკო 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს