12.00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა 303-მა ამომრჩეველმა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის ინფორმაციით, 12.00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა 303-მა ამომრჩეველმა.

მისივე თქმით, არჩევნები მიმდინარეობს მაღალი აქტივობით, მშვიდ გარემოში, ამ დროისთვის დაწერილია მხოლოდ 5 საჩივარი.

როგორც ასანიძემ აღნიშნა, საჩივრები პროცედურიულ დარღვევებს შეეხება.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

banner
წინა სტატიაშიროგორ მიმდინარეობს ზუგდიდის არჩევნები 12 საათის მონაცემებით?
შემდეგი სტატია“დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული”