დღეს ივანიშვილთან შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართება

იძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მოისმენს დაპირისპირებული მხარეების არგუმენტებს მოსამართლეების სადავო სიასთან დაკავშირებით.ე.წ ძველები და ახლები პარტიის თავმჯდომარესთან საკუთარი არგუმენტებით კიდევ ერთხელ მივლენ, თუმცა რომელი მხარის სასარგებლოდ გამოიტანს ბიძინა ივანიშვილი ვერდიქტს, უცნობია.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, ალტერნატიული ჯგუფის შექმნაზე საუბრობს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე იმუშავებს.

„არ მგონია რომ რაღაც ბევრი წვრილმანი უნდა იყოს ამ კრიტერიუმებში. გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე უნდა იყოს ადამიანი. გარკვეული ჯგუფი უნდა შეიქმნას, მაგრამ ესეც მოხდება საერთო მსჯელობის და დიდი აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად. ისეთი თვალთახედვით უნდა შეიქმნას რომ, რომელიც დადებს ისეთ შედეგს, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიRenault-ის უფროსმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა
შემდეგი სტატია4 წლის გოგონას გარდაცვალება – მთავრობის ადმინისტრაციასთან სამგლოვიარო აქცია გაიმართება