Renault-ის უფროსმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

ფრანგული ავტოკონცერნის Renault ხელმძღვანელმა კარლოს გონმა, რომელიც უკვე ორი თვეა იაპონიაში დაკავებულია, თანამდებობიდან წავსლის შესახებ განცხადება დაწერა – საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა 24 იანვარს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. გონის შემცვლელს მალე დანიშნავენ.
ლე მერის თქმით, გონმა განცხადება გუშინ გააკეთა. ადრე ის იაპონური ავტოკონცერნების Nissan-ისა და Mitsubishi-ს ადმინისტრაციული საბჭოს თანამდებობებიდან გაუშვეს, რომლებიც Renault-ის ალიანსში არიან – “დოიჩე ველე” წერს.
64 წლის ჰონი გასული წლის ნოემბერში ტოკიოში დააპატიმრეს Nissan-ის შემოსავლების დამალვის ბრალდებით, რამაც ინვესტორებში გაურკვევლობა გამოიწვია. გონი ბრალდებებს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში 617 მილიონ ბავშვს წერა-კითხვა და თვლა არ შეუძლია
შემდეგი სტატიადღეს ივანიშვილთან შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართება