“დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, რომ ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში, მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება”.

”დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, როდესაც უფალმა აზიარა მოწაფენი თვისნი ხორცითა და სისხლითა თვისითა. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება. მოციქულთა შორის წმინდა ზიარება მიიღო იუდა ისკარიოტელმა, მაგრამ იგი წავიდა და გასცა მაცხოვარი. გამცემი გახდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როდესაც მან მიიღო წმინდა ზიარება, მადლობა არ შესწირა უფალს. მადლობა რომ შეეწირა, ღმერთი აღარ დაუშვებდა ამ საშინელ ღალატს” – განაცხადა პატრიარქმა.

დღესვე სამებაში 12 ვნების სახარების კითხვა დაიწყება, 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილებს უფლის ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია ირაკლი კობახიძეს: „რა არ იცი, ირაკლი, ბუძა?!“
შემდეგი სტატიაპრემიერი: გული მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელთაც გივი ბერიკაშვილი ძალიან დააკლდებათ