პრემიერი: გული მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელთაც გივი ბერიკაშვილი ძალიან დააკლდებათ

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.

„ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ამასთან, იგი იყო მაგალითის მიმცემი მოქალაქე ბევრი ადამიანისთვის. გული მტკივა, რომ ძალიან მოულოდნელად წავიდა ის ამ ქვეყნიდან. გივი ბერიკაშვილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით, იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრების ბევრი დადებითი მომენტია ასოცირებული მასთან. გული მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ძალიან დააკლდებათ გივი ბერიკაშვილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსახიობ გივი ბერიკაშვილს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაში“დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, რომ ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება” – ილია მეორე
შემდეგი სტატია“აუდიტორია 115”-ის წევრები შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს