დღეს ღამით საქართველოში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს 6-7 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით 6 დეკემბერს საღამოს საათებიდან 7 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა: შავი ზღვის სანაპირო რაიონებში -2, -5, კოლხეთის დაბლობზე -5, -7, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6,-8, ზოგან -14 გრადუსამდე. საქართველოს მთებში -10, -15, მაღალმთიან რეგიონებში -15, -20 გრადუსამდე იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაყოფილი გამომძიებელი სტეპანოვი საქართველოსთან ომის გამო რუსულ „ეფ ეს ბე“-ს უჩივის