ყოფილი გამომძიებელი სტეპანოვი საქართველოსთან ომის გამო რუსულ „ეფ ეს ბე“-ს უჩივის

Georgian tanks move along a road near the city of Tskhinvali 100 km (62 miles) from Tbilisiყოფილი გამომძიებელი იგორ სტეპანოვი უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს სასამართლოში უჩივის. რუსული მედიის ცნობით, ის ითხოვს პასუხს, რატომ გაგზავნეს საქართველოში, 2008 წელს 5-დღიანი საომარი მოქმედებებისას.

იქამდე, სტეპანოვმა „ეფ ეს ბე“-ს თხოვნით მიმართა, მისთვის ეცნობებინათ, რომელი ბრძანების საფუძველზე და რომელი სამხედრო დანაყოფის შემადგენლობაში გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი საგამოძიებო კომიტეტმა. კითხვაზე პასუხი მან ვერ მიიღო, რის გამოც, რეაგირებას სასამართლოს სთხოვს.

სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქმე წარმოებაში მიიღეს. სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ღამით საქართველოში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე თებერვალში შს მინისტრად დაინიშნება?