,,დღეს გამოკითხული არასრულწლოვნებისთვის გამოძიებას ის კითხვები არ დაუსვამთ, რომლის დასმაც აუცილებელი იყო”

შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი გამოკითხულიც არ იყო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“გრძელდება არასრულწლოვნების გამოკითხვა. ფაქტობრივად, ბოლოსკენ ვართ გასული. ზოგადად, გუშინაც ვთქვით, რომ არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც ოპერატიულ რეჟიმში ჩვენ შს სამინისტროს ვაწვდით და მოგეხსენებათ ისიც, რომ შს სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი დაკითხულიც არ იყო“, – განაცხადა რატიანმა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს ინფორმაციას აწვდის და სთხოვს, რომ დროული რეაგირება იქონიონ.

banner
წინა სტატიაში,,ბევრი მიჩიჩინებს და არ გამოვრიცხავ, კენჭი ვიყარო საპრეზიდენტო არჩევნებში”
შემდეგი სტატია,,ჯერჯერობით ოპოზიციის მოსაწონი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს”