,,ჯერჯერობით ოპოზიციის მოსაწონი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს”

ჯერჯერობით ოპოზიციის მოსაწონი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ტაქსების რეგულაციის წესი, რომელსაც დღეს საკრებულო იხილავს, ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, – ამის შესახებ საკრებულოში ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული წესი დამუშავებულია მუნიციპალიტეტის, ასევე იმ კომპანიების ჩართულობით, რომლებიც ამ სექტორში ფუნქციონირებენ და ასევე ეფუძნება იმ სატრანსპორტო სტრატეგიას, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებმა დაამუშავეს.

მაია ბითაძის განცხადებით, საკრებულოს მიერ დადგენილების მიღების შემდეგ ტაქსების რეგულაცია ორ ეტაპად განხორციელდება. ლიცენზიის აღების მსურველებმა რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან უნდა გაიარონ.

“აღნიშნული წესის მიღებისთანავე ორი თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, აიღოს ტაქსის ნებართვა. თვითონ რეგულაციები 2019 წლის ოქტომბრიდან შედის ძალაში და მოიცავს მანქანის ვიზუალს, ფერს, ასევე იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებასთან. რეგისტრაციის პროცედურა არის ძალიან მარტივი. 50-100 ლარის ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდგომ ადამიანებს ექნებათ საშუალება, აიღონ ტაქსის მომსახურების ნებართვა. იმ შემთხვევაში თუ ელექტროავტომობილებია, თანხას არ გადაიხდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი აქტი, რითაც არც ერთი თეთრით არ დაიბეგრებიან ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნეს სექტორში იქნებიან დაკავებულები“, – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ტაქსების რეგულაციის წესი უნდა დაამტკიცონ.

banner
წინა სტატიაში,,დღეს გამოკითხული არასრულწლოვნებისთვის გამოძიებას ის კითხვები არ დაუსვამთ, რომლის დასმაც აუცილებელი იყო”
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა