დღეს დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადაიდო

დღეისათვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა აღარ გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე მინისტრი იმყოფება საზღვარგარეთ სამსახურეობრივი მივლინებით. მათ შორის არის მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პაატა ზაქარეიშვილის ხმა იქნებოდა გადამწყვეტი. თუ ის მოახერხებდა საქართველოში დაბრუნებას, ქვორუმი შედგებოდა.

ამჟამად ზაქარეიშვილი სტამბოლში იმყოფება. როგორც ცნობილია, უამინდობის გამო გადაიდო რამდენიმე რეისი.

ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი, რომელიც ბრიუსელსა და სტრასბურგში მართავდა შეხვედრებს, საქართველოში დაბრუნდა.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე ჩიორა თაქთაქიშვილს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“პარტიებმა უნდა გადახედონ პოლიტიკური მომავლის განვითრების პერსპექტივას“- გიორგი ვოლსკი