“პარტიებმა უნდა გადახედონ პოლიტიკური მომავლის განვითრების პერსპექტივას“- გიორგი ვოლსკი

უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს არა 2016 წლისთვის, არამედ მომდევნო არჩევნებისთვის გეგმავს. მმართველი გუნდის წევრები პარტიებს, ვინც წინა არჩევნებზე ვერ მოიპოვეს სათანადო ხმები, ურჩევენ, გადახედონ მათ პოლიტიკურ პერსპექტივებს.

„არა დამცირებით ვამბობ, მაგრამ პარტიებმა, რომლებმაც თავის დროზე მხარდაჭერის სათანადო რაოდენობა ვერ მოიპოვეს, კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ პოლიტიკური მომავლის განვითრების პერსპექტივას,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

არსებულ საარჩევნო სისტემას ყველა ალტერნატიული მოდელი ჯობს, რომელზეც დღეს ოპოზიცია მსჯელობს – ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები, რომელიც ცვლილებებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ითხოვს.

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფი პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიდღეს დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადაიდო
შემდეგი სტატიაძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა