დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში იმსჯელებენ

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე იმსჯელებენ სააპელაციო სასამართლოში. პროცესზე ციხის ე.წ მაყურებლების წამების ეპიზოდს განიხილავენ, რაზეც აქვს ბრალი წარდგენილი ბაჩო ახალაიასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის.

დაცვის მხარე ამჯერადაც დააყენებს დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის შუამდგომლობას. ისინი მოწმეთა დაკითხვასა და ვიდეოკადრების გამოკვლევას ითხოვენ.

დღესვე შესაძლოა პროკურატურაც წარსდგეს თავისი შესავალი სიტყვით.

ამ საქმეზე ბაჩო ახალაიას საქალაქო სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშირა ჯდება და შეიძლება თუ არა «თალიზში» თმის გადანერგვა განვადებით
შემდეგი სტატიაგიორგი არეშიძემ თანამდებობა დატოვა